LAP BLACK პროექტი ხორციელდება წამყვანი პარტნიორის, სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის (თურქეთი), საქარიას მუნიციპალიტეტის (თურქეთი), ქობულეთის მუნიციპალიტეტის (საქართველო), უკრაინის ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრების ასოციაციის (UABSC) და კავალის მუნიციპალიტეტის (საბერძნეთი) თანამშრომლობით.
ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის მე-3 შეხვედრაზე წარმოდგენილი და განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- TEE-AM-ის პრეზენტაცია ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის წევრების შეხვედრის შედეგების შესახებ.
- კლიმატური რისკების პრიორიტეტების განსაზღვრის კითხვარების შედეგების ანალიზი.
- ვორქშოფი/სემინარი — თემატური ინდიკატორების ჯგუფების პრიორიტეტების განსაზღვრა ბუნებრივ რისკსა და საქმიანობის სექტორს შორის კორელაციაზე დაყრდნობით.
მე-3 შეხვედრის განმავლობაში, ადგილობრივმა სამოქმედო ჯგუფმა წარმოადგინა დასკვნები შიდა შეხვედრებიდან. ამას მოჰყვა კლიმატური რისკების რეიტინგული კითხვარების შედეგების ანალიზი, რომელმაც უზრუნველყო სასარგებლო ინფორმაცია რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევების აღრიცხვისთვის. შეხვედრა გაგრძელდა ინტერაქტიული ვორქშოფით, სადაც მონაწილეებმა იმუშავეს ჯგუფებში, რათა პრიორიტეტები მიენიჭებინათ ადგილობრივი ცხოვრებისა და საჯარო პოლიტიკის იმ სფეროებისთვის, რომლებზეც გავლენას მოახდენს კავალის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელი სიცხის ტალღების რისკები. შეხვედრა დასრულდა ძირითადი საკითხების შეჯამებით და მომდევნო შეხვედრამდე განსახორციელებელი ქმედებების დაგეგმვით.