სესიის განმავლობაში წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები ადგილობრივი კლიმტის ადაპტაციის გეგმის მოწყვლადობასა და რისკებზე. მონაწილეებმა ასევე განიხილეს კლიმტის რისკის შეფასების მეთოდოლოგიური და ტექნიკური ასპექტები და სოფლის მეურნეობის სექტორის მაგალითზე იმსჯელეს რისკების ანალიზისა და პრიორიტეტიზაციის სამუშაო მოდელზე.
შეხვედრა ასევე მოიცავდა დისკუსიას პროექტის ინფრასტრუქტურულ კომპონენტზე — გელაურის მდგრად პარკზე. მონაწილეებმა წარმოადგინეს რამდენიმე რეკომენდაცია მცენარეული საფარის დაგეგმვასა და დიზაინის სხვა ასპექტებთან დაკავშირებით.
დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ქობულეთის მუნიციპალიტეტში კლიმტის რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების მიმდინარე პროცესს. შეხვედრაზე წარმოდგენილმა საერთაშორისო კვლევებმა ხაზი გაუსვა გრძელვადიან პროგნოზებსა და საგანგაშო ტენდენციებს, კერძოდ, ზღვის დონის მატების მაღალ რისკს 2100 წლისთვის, რაც მუნიციპალიტეტის ნაწილებში სანაპირო წყალდიდობების პოტენციურ საფრთხეს ქმნის.
პროექტის ფარგლებში გაგრძელდება კვლევითი საქმიანობა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავდება ყოვლისმომცველი სარეკომენდაციო დოკუმენტი, ბუნებრივი საფრთხეების პრევენციისა და შერბილების ზომების გასატარებლად.
შეხვედრის დასასრულს შეთანხმდა, რომ 2025 წლის ბოლომდე გაიმართება დამატებითი სამუშაო სესია, რომელზეც საბოლოო სახით იქნება წარმოდგენილი ორი ძირითადი დოკუმენტი:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის კლიმატის ცვლილების ეფექტების განსაზღვრა
- რისკის შეფასების ჩატარება
აღნიშნული დოკუმენტები საფუძვლად დაედება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ადაპტაციის გეგმას.
ამ მონაწილეობითი პროცესის მეშვეობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტი აგრძელებს მყარი საფუძვლის შექმნას კლიმატის ცვლილების ეფექტური ადგილობრივი ადაპტაციის გეგმისთვის. LAP არა მხოლოდ ხელს შეუწყობს მყისიერი გამოწვევების გადაჭრას, არამედ შექმნის მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებისა და მედეგობის დაგეგმვის მოდელს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც.